"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის დატოვებას არ აპირებს.
ის გუშინ საღამოდან შტაბში იმყოფება და აცხადებს, რომ მანამ არ დატოვებს მას, სანამ სასამართლოდან მის საქმეებს არ გაიწვევენ.
"მივმართავ თხოვნით დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს... მეგობრებო, გთხოვთ დაინტერესდეთ ჩემი შეთითხნილი საქმეებით, ჩაიხედეთ და დარწმუნდით არა მონაყოლით, არამედ საკუთარი თვალით, რომ მე საქართველოს მოქალაქე, ჩემსავე ქვეყანაში ვარ ხელისუფლების მიერ დევნის ობიექტი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას..!დაუყოვნებლივ გამოითხოვეთ ორივე საქმე სასამართლოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ ასანჟი საქართველოში!", - აცხადებს ზვიად კუპრავა.