თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებ, სიმამაცეც უნდა გეყოს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა - კახიძე ბესელიაზე

15:00 02-22-2019
41

გამოვრიცხავთ თანამშრომლობას ეკა ბესელიასთან, ის დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც შეეხება ქალბატონ ეკას, მგონო საზოგადოება დაიღალა დღეს, ხვალ და შემდეგ ორშაბათს რაღაცების დაანონსებით და ეს სასპენსი, რომელსაც გვთავაზობს, უნდა დასრულდეს. თუ რეალურად პრობლემის დასახელება უნდა, კობახიძეზე და ოხანაშვილზე კი არ უნდა გაიშვიროს ხელი და ქვეყანაში შექმნილი პრობლემები მათ კი არ უნდა დააბრალოს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო დგას ამ ყველაფრის უკან და ჩემი აზრით, თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებ, იმის სიმამაცეც უნდა გეყოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა", - განაცხადა დეპუტატმა.