"მშვიდობით ბექა" - პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის” შესახებ ნაცვლიშვილის ინიციატივა ჩააგდო

15:48 02-22-2019
613

საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის” შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” ალტერნატიულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, პირველი მოსმენით განიხილეს და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის მისაღებად 52 ხმა იყო საჭირო.

“სოციალ დემოკრატების” ფრაქციის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნული კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას აპირებდა. კენჭისყრის შემდეგ დარბაზში ზაზა პაპუაშვილის რეპლიკა მშვიდობით ბექა გაისმა.