იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ ადასტურებს, თუმცა არც გამორიცხავს ინფორმაციას გუნდიდან რამდენიმე წევრის გარიცხვის შესახებ. ანრი ოხანაშვილი კითხვას შემდეგნაირად პასუხობს - „არის თუ არა ეს სიმართლე, ამის შესახებ პარტია მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას“.
ანრი ოხანაშვილი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დიპლომატებს, მოსამართლეებს და არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. განხეთქილების და სავარაუდოდ რამდენიმე წევრის გარიცხვის მიზეზი რიგი დეპუტატების მიერ სწორედ მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერა გახდა. სავარაუდოდ გარიცხვა ემუქრებათ იმ დეპუტატებს, რომლებიც ბესელიას კანონპროექტის თანაინიციატორები და მხარდამჭერები იყვნენ.
ბექა პატურაშვილი