ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
პარლამენტში შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობენ.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გუშინაც მიმდინარეობდა.