"განათლებაზე, კულტურაზე იყო საუბარი" - ქანთარია უარყოფს, რომ შეხვედრაზე ვინმეს გარიცხვაზე ისაუბრეს

21:00 02-22-2019
80

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ პარტიაში დღევანდელ შეხვედრაზე არავის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა.

„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. პარტიის თავმჯდომარესთან დეპუტატთა გარკვეული ჯგუფის შეხვედრა იყო. ეს იყო საქმიანი, გულწრფელი შეხვედრა, სადაც პირუთვნელი საუბარი ბევრ რამეზე მოხდა. არავინ არავის არ გარიცხავს, ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. სხვა მწვავე პრობლემები იყო, რომელზეც საუბარი გვქონდა.

პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. სასამართლოზე, განათლებაზე, კულტურაზე, მომავალზე იყო საუბარი“, – აღნიშნა ქანთარიამ.

 

ქანთარიამ არ დაუდასტურა ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრაზე უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ხმის მიცემისას ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირეს.