ირაკლი ლექვინაძე - „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბიზნესასოციაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის განმარტებები დაგვიანდა

00:17 02-25-2019
114

თიბისი ბანკის“ გარშემო პროცესი დაიწყო ბუნდოვნად, ინფორმაციული ნაკადები იყო ქაოტური და არასაკმარისი, ამას მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები, რამაც „თიბისი ბანკის“ გარშემო არაჯანსაღი გარემო შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენმა „თიბისის ბანკის“ საქმეზე სწორი კომუნიკაციისა და სანდო ინფორმაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ​ბიზნესასოციაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის განმარტებები დაგვიანდა.

„ეროვნული ბანკის ვრცელი განცხადება, რომელიც  მოგვიანებით გავრცელდა, იყო ინფორმატიული და შედარებით ცხადი გახადა ეროვნული ბანკის მოქმედებები და ამ მოქმედების მიზეზები. თუმცა, დღესაც მგონია, რომ დაგვიანდა განმარტებები და ბიზნესასოციაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს სჭირდებათ უფრო მეტი კომუნიკაცია, რადგან ისინი საქმის გარშემო ინფორმაციის დეფიციტზე საუბრობენ“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.