ლედი გაგას და ბრედლი კუპერის სენსაციური შესრულება ოსკარი 2019-ის ცერემონიაზე

10:15 02-25-2019
3495

ოსკარის 2019-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა, სიმღერა „Shallow” (ფილმიდან „ვარსკვლავის დაბადება“) შეასრულეს.

„შოკისმომგვრელი“, „სენსაციური“, „ემოციური“- ასე შეფასდა მომღერლისა და მსახიობის მიერ შესრულებული დუეტი.

ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ნამღერს სოციალურ ქსელში მილიონობით გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული ყურადღება კი დუეტის ფინალმა მიიპყრო. სიმღერის დასასრულს, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის სახეები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ფანები მათ კოცნას ითხოვდნენ.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია მათი შესაძლო ურთიერთობისა და ბრედლი კუპერის სასიყვარულო პარტნიორის, ირინა შეიკის ეჭვიანობის შესახებ.

width=1600

ოსკარის 2019 წლის დაჯილდოებაზე, „ვარსკვლავის დაბადებისთვის“ შექმნილ სიმღერას Shallow - საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა.