მსახიობმა ბილი პორტერმა, ტრადიცია დაარღვია და ოსკარი 2019-ის წითელ ხალიჩაზე, კოსტუმ-შარვლის ნაცვლად, გრძელი, გაშლილი შავი კაბით მივიდა.
ბილი პორტერის სამოსი, რომელიც მამაკაცის კოსტუმის დიზაინისა და საღამოს კაბის კომბინაციას წარმოადგენს, დიზაინერმა კრისიანო სირიანომ შექმნა.
"წითელი ხალიჩის ყველაზე ღვთაებრივი მომენტი"- ასე შეაფასა თავად დიზაინერმა ბილი პორტერის ოსკარის ცერემონიაზე გამოჩენა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბილი პორტერი, დასავლურმა მედიამ ოსკარი 2019-ის ერთ-ერთ საუკეთესო ჩაცმულ მსახიობად აღიარა.