ზუგდიდში 4 საბავშვო ბაღს ბუნებრივი აირი გაუთიშეს

13:24 02-25-2019
46
თეგები: ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღს ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“„სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ განუცხადა.

„უსაფრთხოების მიზნით, ხარვეზის გამოსწორებამდე მივიღეთ გაზის გათიშვის გადაწყვეტილება. ჩვენ,მათ მივეცით გონივრული ვადა სამუშაოების გამოსასწორებლად და ეს არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. კონკრეტულმა ბაღებმა,სადაც ხარვეზები აღმოვაჩინეთ,გაზის მიწოდებას აღვუდგენთ,მაშინ როცა ბაღის სამზარეულობებს გაუკეთებენ გასანიავებელ სარკმელს,იქ სადაც გაზის მოხმარებაა,არ ხდება ჟანგბადით მომარაგება“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ დარსანიამ.

ზუგდიდის მერიის „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ ამბობენ, რომ გაზი არ მიეწოდება სოფელების: ხურჩის, ახალსოფლის, ქალაქში კი მე-16-ე და მე-13 საბავშვო ბაღებს. „ვეცდებით,დღის ბოლომდე დავასრულოთ სამუშაოები,რაც შეეხება სასწავლო პროცესს,იგი არ შეწყვეტილა და კონკრეტულ ბაღებში ელექტრო ღუმელები დავდგით.გაზის არ ქონას პრობლემა არ შეუქმნია სასწავლო პროცესისთვის“, - ამბობენ დაწესებულების პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, ბაღების შემოწმებაზე „სოკარ ჯორჯია გაზს“,უსაფრთხოების და პრევენციის მიზნით თავად მიმართეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ 62 საბავშვო ბაღიდან-23 ბაღს- „სოკარ ჯორჯია გაზი“ ემსახურება. 

 

 

თეა  შონია