დავით კირკიტაძის გათავისუფლებას 15 000 ადამიანი თავდებში უდგება - გიორგი ბოტკოველი

13:25 02-25-2019
54

დავით კირკიტაძის გათავისუფლებას 15 000 ადამიანი უდგება თავდებში, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსავჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით ორ დღეში 15 000 ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც კირკიტაძისს გათავისუფლებას ითხოვენ და იძლევიან გარანტიას, რომ ის საგამოძიებო ორგანოსთან ოთანამშრომლებს. 

"არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია. ის ნამდვილად არსად წასვლას არ აპირებს და მზადაა, სასამართლოში მივიდეს და პროკუტურასთან აქტიურად ითანამშრომლოს. უმოკლეს დროში? დაახლოებით დღენახევარში ჩვენ შევაგროვეთ 15 000-ზე მეტი ხელმოწერა. ეს ადამიანები თავდებში უდგებიან დავით კირკიტაძეს, რომ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ წინა სხდომაზე დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობის დაკავებულ წევრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კირკიტაძე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.

 

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი