რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა იმ სიმღერის ნაწყვეტი, რომელსაც თამთა გოდუაძე ევროვიზია 2019-ის კონკურსზე შეასრულებს.
წარმოშობით ქართველი და საბერძნეთში მოღვაწე მომღერალი თამთა გოდუაძე, კონკურსზე, კვიპროსს წარადგენს. ცნობილია, რომ მაყურებლის წინაშე შეასრულებს სიმღერას - რიფლეი“ (Replay). საკონკურსო სიმღერის ავტორი, წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი - ალექს პაპაკონსტანტინოა. კლიპის გადაღება, რამდენიმე დღეში დაიწყება და მისი პრეზენტაცია, 5 მარტსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ღონისძიება, 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო, რომლის მასპინძელია თელ-ავივი. შოუს ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება. გასულ წელს, საქართველოს, ევროვიზიის კონკურსზე წარმოადგენდა, ეთნო-ჯაზ-ჯგუფი - Iriao, თუმცა სამწუხაროდ, კონკურსის ფინალში ვერ მოხვდა.
გთავაზობთ, ნაწყვეტს სიმღერიდან.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: