საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს დღეიდან იწყებს.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა,
"პირველ რიგში ახალ პოლიტიკურ პლათფორმას ვქმნი. ამ კუთხით ვმუშაობ და თანამოაზრეებთან მექნება კონსულტაციები. დღეიდან დავიწყებ ამ კონსულტაციებს. ეს გულისხმობს ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება. და ეს თემა უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას. თემატურად ჩვენ შეგვიძლოა ვითანამშრომლოთ "სოციალ დემოკრატებთანაც" და შეიძლება მოხდეს ახალი ფრაქციის შექმნა. მე მექნება კონსულტაციები იმათ გარდა, ვისთანაც ერთ პოზიციაზე ვდგავართ, არამედ სხვებთანაც. შეიძლება მათთან თემატურად ვითანამშრომლოთ.
ისეთი პროცესი დაიწყო 26 დეკემბრს, რომ ამ პროცესის შეუქცევადობა პოლიტიკოსებმა უნდა დაინახონ. მე არ ვიცი შეინარჩუნებს თუ არა უმრავლესობა უმრავლესობას. პროცესი ისე მიდის, რომ ეს კითხვის ნიშნები რჩება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.