"თი ბი სი" ბანკში და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აფასებს.
მინისტრის განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, "თი ბი სი" ბანკთან დაკავშირებით იყო სწორი, საფუძვლიანი და ფაქტებზე დაყრდნობილი.
"მე ვფიქრობ, ყველა ტიპის სპეკულაციაში რუსეთის ხელი ურევია, ან რუსეთის ინტერესის გატარება ხდება, არის ძალიან ზედაპირული შეფასება მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ბანკის აქციონერებმა პრინციპში დაადასტურეს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორი, ფაქტებზე დაყრდნობილი და საფუძვლიანი. რაც ნაკლებად შევეხებით ბანკს იმ ფორმით, კერძოდ კი სპეკულაციების გავრცელებით, ვფიქრობ, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვისაც. როდესაც ხელმძღვანელობა ბანკს იყენებს არამიზნობრივი დანიშნულებით, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ შემოწმება ჩაატაროს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მამუკა ხაზარაძემ "თი ბი სი " ბანკი დატოვა, მანამდე კი განაცხადა, რომ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
ირაკლი ვაჩიბერაძე