"მე-10 კლასელებმა გადაიღეს ვიდეო..." - ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

15:28 02-25-2019
1149
თეგები: ბათუმი

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების მორიგი ფაქტი - სოციალურ ქსელში, ამჯერად ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები ინტერნეტში უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ბათუმის პოლიციაში ცოტა ხანში დაკითხვების სერია უნდა დაიწყოს. სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრულწოვანი მოსწავლეები არიან.

"ბავშვებმა, მე-10 კლასელებმა გადაიღეს ვიდეო, განათავსეს დახურულ ჯგუფში, მე არ მინახავს ვიდეო და არ ვიცი რა არის ასახული მასზე, ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები არიან. დღეს დაგვიკავშირდნენ სკოლიდან გვაცნობეს ამბის შესახებ, ჩვენ დავუკავშირდით პოლიციას, სოც სააგენტოს და მშობლებს. დანარჩენს ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია"-   აცხადებს აჭარის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე "პრაიმტაიმთან".