ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია ფიქრობს, რომ ფარქციიდან დავით ჭიჭინაძის წასვლა არაფერს ნიშნავს, რადგან ერთი კვირაა დრო, ფრაქციას ახალი წევრი დაემატოს.
"დიდს არაფერს ნიშნავს ფრაქციის დაშლა. ჩვენ გვაქვს ერთი კვირა დრო, ფრაქცია შევავსოთ. თუ ეს არ მოხდა, ვიმუშავებთ როგორც პატრიოტთა ჯგუფი. ჩვენი ამოცანები და მიზნები არ შეიცვლება", - აღნიშნა ადა მარშანიამ.
რაც შეეხება "ქართული ოცნებიდან" წევრების წასვლას, დეპუტატს მათ გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება.
"რამდენადაც მე ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც დატოვა "ქართული ოცნება" მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დატოვებენ მართველ გუნდს და რაღაც თამაშში იქნებიან ჩართულები. დიახ, გნებავთ რაღაცა დამატებითი სცენარი დავარქვათ, ან დამატებითი ახალი გეგმა. დიახ, შესაძლებელია რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობდნენ", - ამბობს დეპუტატი.
რაც შეეხება ეკა ბესელიასთან გაერთიანებას, ადა მარშანია მასთან თანამოაზრეობას არ გამორიცხავს.
"არამგონია ეგ მოხდეს, მოსალოდნელი იყო მისგან ფრაქციის შექმნა. ჩვენ ვიქნებით ალბათ საკითხის მიხედვით თანამოაზრეები", - აღნიშნავს დეპუტატი.