"გამოვსწორდი სამარტოო საკანში" - მირზა სუბელიანი

16:57 02-25-2019
468

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.

ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული, მანამდე კი მირზა სუბელიანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

არც ისე მაქ პრობლემა არც ასე, თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები. გამოვსწორდი სამარტოო საკანში,  -განაცხადა მირზა სუბელიანმა.

აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

 

 

გიორგი ფარულავა