ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას ქმნის

17:12 02-25-2019
74

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას ქმნის. დეპუტატის განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს და მისი თქმით, შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს. ბესელიას ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება. 

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს პირველ რიგში გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის "სოციალ-დემოკრატებთანაც", თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება.