დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერს, რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდა და 2 სეტში - 6:4, 6-1 დაამარცხა.
ეს შეხვედრა ამ ჩოგბურთელებისთვის მე-5 იყო და ამ გამარჯვებით ბასილაშვილი რუს ჩოგბურთელთან ბალანსში 3:2 დაწინაურდა.
მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რობერტ ბაუტისტა-აგუტისსა და რამკუმარ რამანატანს შორის გამარჯვებული იქნება.
დღევანდელი გამარჯვებით ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგშიც დაწინაურდა და ამ დროისთვის კარიერის საუკეთესო შედეგი - მე-19 პოზიცია დააფიქსირა.