ჩვენი ამოცანა გადარჩენა უნდა იყოს და არა დახურული ბიზნესის დატირება - დავით ბაქრაძე

12:51 02-26-2019
59

"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განაცხადა, რომ ორი საკიტხიდან, რაც "ევროპულმა საქართველომ" დააყენა, დღის წესრიგში მხოლოდ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საკითხის განხილვას უჭერს.

დავით ბაქრაძემ ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. 

"გამომდინარე იმ ინტერესიდან, რაც არსებობს "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, თანახმა ვართ, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების საკითხი გადავწიოთ კვარტლის ბოლოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ ბატონ კობას პოზიციას. ტენდენცია ძალიან მკიაფიოდ ჩანს და არ არის აუცილებელი, მაღაზიების დახურვა იმისთვის, რომ შემდეგ ვიმსჯელოთ, რა შედეგი მოიტანა, ჩვენი ამოცანა გადარჩენა უნდა იყოს და არა დახურული ბიზნესის დატირება. დღეს ჩვენი მოთხოვნილი საკითხიდან, დღის წესრიგში დავტოვოთ "თიბისი ბანკი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.