ფეხმძიმე სუპერმოდელი, 21 წლის ტინა კუნაკი, პარიზის მოდის კვირეულის ჩვენებაზე, ძმასთან ერთდ იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ, პარიზის მოდის კვირეულზე, Jacquemus-ის ბრენდის ჩვენება გაიმართა. სტუმრებს შორის, 21 წლის ფეხმძიმე მოდელი, ტინა კუნაკი იმყოფებოდა. შოუზე, მოდელი ძმასთან ზაკართან და ფრანგ მომღერალთან, აია ნაკამურასთან ერთად მივიდა. ჩვენებაზე კუნაკი, კოპლებიან თეთრ კაბაში პოზირებდა. ცნობილია, რომ მოდელის უმცროს ძმას, 19 წლის ახალგაზრდას, ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად ასახელებენ.
შოუზე, მოდელის გამოჩენა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, გამაოგნებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით ფიქრობდნენ, რომ კუნაკმა, რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.
ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისმა მეუღლემ, 52 წლის ვენსან კასელმა, 14 თებერვალს, წმ. ვალენტინის ხსენების დღეს, ინსტაგრამზე მეუღლეს, სიყვარულის დღე მიულოცა და პოსტი, ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა:
წმ. ვალენტინის დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო! - წერს ვენსანი.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: