თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ბანკის დამფუძნებლები ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლნი არიან.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, სადაც სხდომა ჩაიშალა.
ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლნი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით რომ დაგვეტოვებინა ბანკო, მაგრამ ჩვენს ღიორსებას არ დავთმობთ, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც კომიტეტში დანიშნული დისკუსია არ შედგა.
ხაზარაძე კატეგორიულად არ დაეთანხმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსაზერებას, რომ ამ ტიპის განხილვით შესაძლოა ზიანი მისდგომოდა თიბისი ბანკს. მისი თქმით, ამით ზიანი მთელი ქვეყნის იმიჯს მიადგა.
თუკი რაიმე ზიანზეა საუბარი, ეს ზიანი უკვე მიადგა, არამხოლოდ თიბისის არამედ ზოგადად ქვეყანას და მის იმიჯს. მე მაქვს ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან შეხვედრები და მერწმუნეთ, ყველგან ეს არის განხილვის მთავარი თემა, - აღნიშნა ხაზარაძემ.