ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვიას არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, მას შემდეგ რაც "თი ბი სი" საქმის და ერპვნული ბანკის პრეზიდენტის საკომმიტეტო მოსმენა ჩაიშალა:
"ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და „ფეიქნიუსებით“ შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.