„ევროპული საქართველო“ "თიბისი ბანკის" საქმის განხილვას საფინანსო კომიტეტში მოითხოვს

14:50 02-26-2019
60

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებას ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აპირებს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უმცირესობა რეგლამენტით დადგენილი წესით კობა გვენეტაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისვლას მოითხოვს. მისივე თქმით, დღის წესრიგი უცვლელია და მათ გვენეტაძისგან კითხვები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე აქვთ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა ისე დასრულდა, რომ კობა გვენეტაძეს დეპუტატების კითხვები არ მოუსმენია და შესაბამისად, არც კითხვებზე გაუცია პასუხი.