საფინანსო კომიტეტი მზად არის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინოს

14:59 02-26-2019
38

საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ კომიტეტი მზადაა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მოუსმინოს.

ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, თუმცა ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ მათ სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უმცირესობა რეგლამენტით დადგენილი წესით კობა გვენეტაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისვლას მოითხოვს. მისივე თქმით, დღის წესრიგი უცვლელია და მათ გვენეტაძისგან კითხვები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე აქვთ.