სალომე სამადაშვილი ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარებას ითხოვს

15:49 02-26-2019
50

მოვითხოვ, რომ უახლოეს დღეებში საგარეო კომიტეტის სხდომა ჩატარდეს, კონკრეტულად ანაკლიის პორტის თემაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დარგობრივი ეკონომიკის ჩაშლილ სხდომაზე გამოჩნდა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე არ არის კერძო დავა და ყველა გზა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ მიდის.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება.