სკანდალური ფოტო! - რეპერმა გუფიმ "ახალი შეყვარებულის" სრულიად შიშველი ფოტო, "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა

16:21 02-26-2019
4904

2018 წლის ნოემბერში, რეპერი გუფი და მომღერალი ქეთა თოფურია დაშორდნენ, რომლის მიზეზი, რეპერის 18 წლის ახალი შეყვარებული, ეკატერინბურგელი იანა შევცოვა გახდა.

ამ სკანდალის შემდეგ, იანა, სოციალურ ქსელში, საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავი გახდა. ის, ხშირად წერდა პოსტებს, რეპერთან რომანის შესახებ და ასევე, უამრავ სკანდალურ განცხადებებსაც აკეთებდა. გოგონა, ამტკიცებდა, რომ რეპერისგან ფეხმძიმედ იყო, ამის შესახებ რუსულ ტელეშოუში Дом-2-შიც კი განაცხადა. თავად გუფი, იანას კომენტარებს, იშვიათად პასუხობდა, მეგრამ ხშირად ხუმრობით ან ზოგჯერ, უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა და სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეორგოლებს აქვეყნებდა.

რამდენიმე დღის წინ, რეპერმა ინსტაგრამზე, უცნობი ქალბატონის სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა - ფოტოზე, გოგონას მკერდს, გუფი ხელით ფარავს. 

ამის შესახებ, რეპერის თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში, გოგონას ვინაობასთან დაკავშირებით, უამრავ საეჭვო აზრს აფიქსირებენ. საზოგადოების ნაწილი წერს, რომ ეს ქეთა არ არის, რადგან მომღერალს, მკერდზე ხალი აქვს, ზოგი კი წერს, რომ არც იანა არ არის, რადგან მას, ამ ზომის მკერდი არა აქვს. 

საზოგადოების გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ რეპერს, ახალი შეყვარებული ჰყავს! 

იხ. ფოტოები:

  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე