ქართველი რეჟისორი, გიორგი დანელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთების დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ისევ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია, რეჟისორის მეუღლემ, გალინა დანელიამ, რუსულ საინფორმაციო პორტალ ТАСС-ს განუცხადა.
ჯერ ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა - აცხადებს რჟისორის მეუღლე.
დანელია, სამედიცინო კლინიკაში, მედიკამენტოზური კომის მდგომარეობით, 24 თებერვალს მოათავსეს.
გიორგი დანელია, დაიბადა ქ. თბილისში, 1930 წლის 25 აგვისტოს. ქართველი და რუსი კინორეჟისორი, სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორადაც კი მუშაობდა.
დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია მიმინო(1977), აფონია(1975), კინ-ძა-ძა(1986), შემოდგომის მარათონი“ (1980), მე დავდივარ მოსკოვში“ და სხვა.
ლეგენდარულ რეჟისორს, გიორგი დანელიას, 1990 წელს, სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.