ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ლექცია ჩაუტარა

11:29 02-27-2019
40

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ისტორიკოსმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარმა დიმიტრი სილაქაძემ ლექცია ჩაატარა.

საგანმანათლებლო შეხვედრა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC) გაიმართა.

ლექცია - "საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და სამხედრო ფლოტილია" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ფლოტის შემადგენლობას, სამხედრო შეიარაღებას, მცურავ საშუალებებსა და 1918-1921 წლებში მომხდარ საზღვაო ინციდენტებს შეეხებოდა.