სკანდალი! რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი "ევროვიზია 2019"-ის კონკურსში მონაწილეობაზე

12:28 02-27-2019
566

ევროვიზიის ორგანიზატორების განცხადებით, უკრაინა ევროვიზია-2019-ის კონკურსზე მონაწილეობაზე, უარს აცხადებს. 

ამის შესახებ, განცხადება გააკეთა, უკრაინის ტელერადიოკომპანიის ნაციონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ალექსანდრა კოლცოვამ.

 უკრაინული სააგენტოს hromadske.ua-ს ინფორმაციით, კოლცოვამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მუსიკალურ ჯგუფ Kazka-თან, რომელმაც ხმის მიცემის პრინციპით, მესამე ადგილი დაიკავა. კოლცოვა,  უკრაინაში ევროვიზიის ირგვლივ, განვითარებულ კრიზისს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან საზოგადოების ხმები, ორად გაიყო. მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, 8-10 მარტამდე, უკრაინამ კონკურსში მონაწილე უნდა წარადგინოს. 

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინის რომელიმე მომღერალი ან მუსიკალური ჯგუფი Kazka, ევროვიზიის კონკურსზე მონაწილეობას, კოლცოვამ განაცხადა, რომ შესაძლებელია, რომ არც ერთი არ წავიდეს.

Апостроф-ის ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ, უკრაინელმა მომღერალმა MARUV(ანა კორსუნი), რომელიც ნაციონალური სიმღერის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულია, განაცხადა, რომ ევროვიზია-2019-ის კონკურსზე, მონაწილეობას არ მიიღებს.  ასეთივე განცხადება გააკეთა ასევე, ჯგუფმა Freedom-Jazz-მა, რომელიც მეორე ადგილის მფლობელია. 

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2019-ის საკონკურსო ტური, თელ-ავივში გაიმართება, რადგან გასულ წელს, ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა. პირველი და მეორე ნახევარფინალი და კონკურსის ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე