დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის ნაცვლად ვერ იტყვის, ტოვებს თუ არა დეპუტატი უმრავლესობას.
არ მინდა მის მაგივრად ვთქვა, ეს ეთიკური არ არის. ჩემი მეგობარი და კოლეგა თავად იტყვის, რას აპირებს და მე მის მაგივრად რომ ვთქვა, ეს ძალიან არაეთიკური იქნება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით გუშინ, ასევე წინა დღეებში და ვნახოთ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება. გვქონდა კონსულტაციები - დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. ძალიან საინტერესო პროცესია დაწყებულა და მოსალოდნელია პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.