უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არ თვლის.
კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, დეპუტატი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ეს საკითხი არ განიხილება.
ირაკლი კობახიძე, რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ყველაფერს აკეთებდა იურიდიულ კომიტეტში, რომ გაემყარებინა იმ ადამიანების პოზიცია, ვინც შემდეგ ლობირებდნენ მისამართლეების სიას. ამის გარდა, ის ბოლო პერიოდში, როცა სია იყო წარმოდგენილი, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად ცდილობდა ამ სიის გასვლის უზრუნველყოფა მოეხდინა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, დღეს ეს არ მგონია აქტუალური იყოს, მაგრამ შესაძლოა, დღის წესრიგში დაისვას. ეს დამოკიდებული იქნება პოზიციების შეჯერებაზე, თუმცა გეტყვით, რომ ჩემთვის ის გადაყენებულია. პარლამენტის თავმჯდომარედ მას არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.