"მე მხოლოდ მის შვილს ვმალავდი და წელიწადში სამჯერ მაგის შოპინგ-ვოიაჟებს ვაფინანსებდი" - ოქრუაშვილი ბესელიაზე

13:57 02-27-2019
9780

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას აკრიტიკებს. 

"ბესელიამ, "ივანიშვილზე ცუდი რატომ უნდა ვთქვაო? თავის დროზე ოქრუაშვილისგანაც კი წავედი, მაგრამ მასზე ცუდი არ მითქვამსო". მაგის პორნოგრაფია მიშამ ჩააწერინა; მისი შვილი ძებნაზე მიშამ დაასმევინა; მაგის პორნოგრაფია ბიძინამ გამოაქვეყნებინა; "ქართული ოცნებიდან" ბიძინამ გააგდებინა; მე მხოლოდ მის შვილს ვმალავდი, როდესაც ძებნილი იყო და წელიწადში სამჯერ მაგის შოპინგ-ვოიაჟებს ვაფინანსებდი პარიზში. და ამ ყველაფრის მერე ჩემზე ცუდი რა უნდა თქვას ამ უტიფარმა დედაკაცმა? პ.ს. სიტყვა "დედაკაცს" სექსისტურ გამონათქვამად ნუ ჩამითვლით და მაგის გამო ნუ გამაკრიტიკებთ. ძველი ქართული სიტყვაა", - წერს ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.