კეტი პერი ჯიმი კიმელის შოუში - სასიყვარულო ბარათი, შამპანურის გატეხილი ბოკალი და ნიშნობა ვერტმფრენში

14:54 02-27-2019
261

კეტი პერიმ, ცნობილი ტელეწამყვანის ჯიმი კიმელის ღამის შოუში, იმ ბედმიერ დღეზე ისაუბრა, როცა ორლანდომ, გული და ხელი შესთავაზა. ცნობილია, რომ კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს დაინიშნენ. 

 

ყველაფერი წმ. ვალენტინის ხსენების დღეს დაიწყო. მე და ორლანდომ, ერთად გავატარეთ რომანტიკული საღამო. ამის შემდეგ, გამოფენაზე წასვლა გვქონდა დაგეგმილი. მოულოდნელად, ვერტმფრენთან აღმოვჩნდი! ჩავსხედით და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. სალონში, შამპანური და 2 ბოკალი დამხვდა. უცებ, ორლანდომ ჯიბიდან სასიყვარულო ბარათი ამოიღო - ის ყველაფერი, რაც ჩემთვის პირისპირ უნდოდა ეთქვა, წერილობით გადმომცა. სანამ მე ბარათს ვკითხულობდი, ჯიბიდან ნიშნობის ბეჭდის ყუთის ამოღება გადაწყვიტა. რა დროსაც შამპანურის ბოთლზე ხელი მოუხვდა, ბოკალი მაგიდიდან გადმოუვარდა და მის ფეხებთან, ნამსხვრევებად იქცა. ნერვიულობისგან, დიდხანს ვერ შესძლო ბეჭდის ამოღება, როგორც ჩანს, მისი კოსტიუმის ჯიბე, პატარა ზომის იყო და ყუთის ამოღება გაუჭირდა. სწორედ ამ დროს ვერტმფრენი, ლოს-ანჟელესის ცენტრში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე დაეშვა, სადაც ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები გველოდებოდნენ. ეს ის წუთებია, როცა ხელი და გული მთხოვა! - ამბობს კეტი პერი.

შეგახსემებთ, რომ პერის და ბლუმის სასიყვარულო რომანი, 3 წლის წინ დაიწყო. წყვილმა, 2017 წლის თებერვალში, დაშორების შესახებ ინფორმაცია, ოფიციალურად დაადასტურა. 2018 წლის იანვარში, საახალწლო საღამოზე, რომელიც იაპონიაში გაიმართა, კეტი და ორლანდო შერიგდნენ და მას შემდეგ ერთად არიან.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:  

 

 

 

   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე