ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

15:50 02-27-2019
34

„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ფარგლებში 20 ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ 20 პოლიტიკური პარტია იწყებს მუშაობას, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მთლიანად გადასვლა.

"საქართველოს რიგით მოქალაქეს მობეზრდა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, ამიტომ მხარდაჭერის მხრივ არანაირი ეჭვი და პესიმიზმი არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ამ მოსაზრებას გაიზიარებს, აქ უკვე ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს. თუმცა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირობითად 500 000 მოქალაქისთვის უარის თქმა კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებს, რომ ამ ქვეყანაში არის დამყარებული ერთპიროვნული რეჟიმი. „პატარა ცახესი“ აზის საქართველოს თავზე, რომელიც აკნინებს ყველა ინსტიტუტს და ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ვაშაძემ.