"ოსკარი" სასწაულებს ახდენს - ლედი გაგა და მადონა, რვაწლიანი კონფლიქტის შემდეგ შერიგდნენ

17:42 02-27-2019
564

ოსკარი სასწაულებს ახდენს - LADY GAGA-სა და MADONNA-ს შორის მრავალწლიანი კონფლიქტი, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, მშვიდობიანი მოლაპარაკებით დასრულდა.  

ორი ლეგენდარული პოპ-დივა, რომლებიც ცერემონიაზე თეთრი და შავი ფერის სამოსში პოზირებდნენ, საბოლოოდ შერიგდა. 60 წლის მადონა, თბილად ეამბორა 32 წლის ლედი გაგას, რომელსაც ხელში მოგებული ჯილდო - ოსკარის სტატუა ეჭირა.

ლედი გაგა, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გამართული წვეულების საღამოზე გამოჩნდა, სადაც ფოტოგრაფმა,  წლის საკულტო კადრი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსებს შორის დაპირისპირება, 2011 წელს დაიწყო. მათ შორის შუღლი, პრესისა და ინტერვიუების მეშვეობით, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 2012 წელს, მადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა - ლედი გაგას სიმღერა Born This Way, პოპ-დედოფალმა მადონამ საკუთარ 1989 წლის ჰიტს Express Yourself-ს შეადარა. მას შემდეგ, ორმა ლეგენდამ, ერთმანეთი არაერთხელ გააკრიტიკეს.

რამდენიმე დღის წინ, მადონამ ინსტაგრამზე, ლედი გაგასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო: 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე