ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, 44 წლის ბრედლი კუპერი, სცენაზე ასვლის წინ ნერვიულობდა. არა მარტო საკუთარ ნომინაციაზე, არამედ Shallow შესრულებისას, რომელიც 32 წლის ლედი გაგასთან ერთად, საკმაოდ ემოციურად იმღერა.
ყველაზე კულმინაციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც კუპერი, გაგასთან ერთად ჩამოჯდა როიალთან და ერთი მიკროფონით, ვნებიანად და საკმაოდ ემოციურად გააგრძელეს სიმღერა.
სიმღერამ საზოგადოების მხრიდან, დიდი მოწონება დაიმსახურა. ლედი გაგას, სიმღერისთვის Shallow, ოსკარი გადაეცა.
ინსტაგრამზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრედლის, სცენის ნამდვილმა დედოფალმა, 49 წლის ჯენიფერ ლოპესმა, სცენაზე გასვლის წინ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი რჩევა მისცა:
ის, სერიოზულად ნერვიულობდა, ამიტომ ერთი კარგი რჩევა მივეცი: - ეს, ძალიან ლამაზი სიმღერაა. როცა პირველი აკორდი გაჟღერდება, პუბლიკა, ოვაციებს გამოხატავს და აპლოდისმენტებით გადაფარავს. ამიტომ, არ ინერვიულო, უბრალოდ იმღერე, რაზეც კუპერმა მიპასუხა: - გავიგე, გავიგე კარგი- წერს ჯეი ლო.
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა, საქმროს რამდენიმე ხნის წინ, ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ დაშორდა და წითელ ხალიჩაზე, სრულიად მარტო პოზირებდა. ბრედლი კუპერი, ოსკარის დაჯილდოებაზე შეყვარებულთან, ირინა შეიკთან და დედასთან ერთად მივიდა. მსახიობების მტკიცების მიუხედავად, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ შეუძლებელია, ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის სერიოზული გრძნობები არ იყოს. მათ მიერ შესრულებული Shallow იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ოსკაროსნების“ ვინაობაც კი გადაფარა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო: