გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავი-დოესის მონაკვეთზე მოძრავი "აუდის" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მახო მიქელაძე