პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 4 მარტს, 12:00 საათზე ელოდებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე 26 თებერვალს მივიდნენ, სადაც "თიბისის საქმეზე" დეპუტატების კითხვებისთვის უნდა ეპასუხათ, თუმცა სხდომა ჩაიშალა.