თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მასში ბრალდება არ მოუსმენია.
ბადრი ჯაფარიძე თვლის, რომ იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები.
“დღევანდელი განცხადება იყო გამეორება 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. არანაირად არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს - სესხის გაცემის შეფასება. ბალანსს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის არანაირად პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნის და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას, -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით, 4 მარტს, 12:00 საათზე მივლენ.