ოსკარის ჯილდოს მფლობელმა ლედი გაგამ, ბრედლი კუპერთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საბოლოოდ დაუსვა წერტილი!
მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი ვარსკვლავის დაბადება, ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის წარმოქმლილი ქიმიის შესახებ, უამრავი ინფორმაცია გავრცელდა.
ლედი გაგას და ბრედლი კუპერის მიერ, ოსკარის ცერემონიაზე ემოციურად შესრულებულმა სიმღერამ Shallow, საზოგადოების მხრიდან შექმნილი სიტუაცია, კიდევ უფრო გაამძაფრა.
ლედი გაგა, საქმროს რამდენიმე ხნის წინ, ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ დაშორდა და წითელ ხალიჩაზე, სრულიად მარტო პოზირებდა. მსახიობების მტკიცების მიუხედავად, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ შეუძლებელია, ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის სერიოზული გრძნობები არ იყოს. მათ მიერ შესრულებული Shallow იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ოსკაროსნების“ ვინაობაც კი გადაფარა. რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, დააფიქსირეს, რომ ირინა შეიკი, ლედი გაგას ინსტაგრამის გამომწერი აღარ არის. მოგვიანებით კი შეიკი, პაპარაცებმა, ბრედლისთან უსიამოვნო საუბრის დროს დააფიქსირეს.
ოსკარის ჯილდოს მფლობელმა ლედი გაგამ, რამდენიმე დღის წინ, ჯიმი კიმლერის ღამის შოუში, საბოლოოდ, ყველაფერს წერტილი დაუსვა!
ადამიანებმა სიყვარული დაინახეს და იცით კიდევ რა? სწორედ ის, რაც გვინდოდა რომ თქვენ დაგენახათ. ეს სიმღერა სიყვარულზეა. თრილერი, ვარსკვლავის დაბადება - ეს სასიყვარულო ისტორიაა. ბრედლი, ფილმის რეჟისორი და ამავე დროს, ყველა მუსიკალური სცენის ავტორია. ამ სახის კავშირი და ჩვენი ემოცია, რაც თქვენ გადმოგეცით, ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო. როცა თქვენ, სიყვარულზე მღერით, გინდათ რომ ეს ემოცია, ყველა მსმენელმა იგრძნოს. ჩვენ, მოგატყუეთ! - ამბობს გაგა ინტერვიუში.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეოები: