"ხანძრის დროს სახლში 7 წლის ბიჭი იმყოფებოდა..." - თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანზარი ლიკვიდირებულია

LIVE UPDATE
639
თეგები: ხანძარი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პრაიმტაიმს ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის დროს სახლში 7 წლის ბიჭი იმყოფებოდა მხოლოდ, ხანძარი მეზობელმა შენიშნა და სამაშველოში დარეკა.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.