"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამ წუთებში გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად იმყოფება.
დეპუტატი თვლის, რომ საპატრიარქო ფაქტობრივად აშანტაჟებს დეკანოზს და ვალდებულად თვლის თავს, ამ უსამართლობის ჟამს გვერდში დაუდგეს.
"გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს აღვუთქვი გვერდში დგომა ამ კრიზისის დროს. ეს ადამიანი არის უსამართლობის მსხვერპლი. ჩვენ არცერთი ადექვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, ჩვენ რასაც ვისმენთ, ეს შანტაჟის და ტყვეობის სახელს იძენს.
ამ მდგომარეობაში, როდესაც საფრთხის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, მსურს, რომ საავადმყოფოში ვინახულო და უბრალოდ აღვუთქვა გაჭირვებაში მყოფ ადამიანს გვერდში დგომა.
სპეციფიური გზავნილით, ან პოლიტიკირი მიზნებით არ შევდივარ. ადამიანი არის ტყვეობაში, შანტაჟის ქვეშ და გასაჭირში. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ასეთ მდგომარეობაში იქნება, ჩემი როგორც პარლამენტარის და როგორც ადამიანის ვალია, მის გვერდში ვიყო.
საპატრიარქოს პოზიცია და განცხადებები რაც ჩვენ მოვისმინეთ, ფაქტობრივად, შანტაჟია. ჩემი საქმე არ არის საპატრიარქო როგორ მოქმედებს, მაგრამ ეს ადამიანურადაც არ არის გამართლებული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გიორგი ფარულავა