"თიბისი ბანკის" წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს - ელენე ხოშტარია

12:22 03-01-2019
44

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია თვლის, რომ "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

დეპუტატი თვლის, რომ საქმეში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება, რადგან მას სურს, რომ მთელი სისტემა დაიმორჩილოს. 

"ჩვენ რასაც ვუყურებთ "თიბისი ბანკის" საქმეზე და ეს გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო მოსმენაზეც, არის პოლიტიკური ბრძოლის მიზანმიმართული ქართული კამპანია. აქ სამართლებრივი რაიმე რომ ჰქონდეთ სათქმელი, ასეთ კლოუნადას არ მოაწყობდნენ, რაც ჩვენ ვნახეთ კომიტეტზე.

ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ გადაწყვიტა ამჯერად ბიზნესმენს შეებრძოლოს და დაიმორჩილოს მთელი სისტემა", - აცხადებს დეპუტატი.  

კითხვაზე, ელოდება თუ არა ხაზარაძის დაკავებას, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავინ იცის.

"როფორ შეიძლება ვიმსჯელო, რა მოუვა ბიძინა ივანიშვილს თავში. ჩვენ რომ ვიყოთ სამართლებრივ  სახელმწიფოში, კითხვებზე პასუხები გვექნებოდა. ჩვენ ვართ ივანიშვილის სურვილით მოქმედ რაღაც ინსტიტუტებში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

 

გიორგი ფარულავა