სექსუალური ძალადობის შემთხვევა მეოთხე კლასელ გოგონაზე?! ( EXCLUSIVE )

12:56 03-01-2019
1588

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით,  იორმუღალოს ერთ-ერთ სკოლაში მეოთხე კლასელ გოგონაზე მეექვსე კლასელმა ბიჭმა სექსუალურად იძალადა.

„პრაიმტაიმს“ წყარო უყვება, რომ ბიჭმა გოგონა გაკვეთილების დაწყებამდე  სკოლის შენობაში მიიმწყვდია კოცნიდა და  სექსუალურად ძალადობდა.  მოგვიანებით,  ატირებულმა გოგონამ შემთხვევის შესახებ მასწავლებლებს მოუყვა, თუმცა სკოლის დირექციას არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ,  არც განათლების სამინისტროსთვის უცნობებია და არც სოციალური მომსახურების  სააგენტოსთვის.

არასრულწლოვნები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა გოგონას მამამ  შვილს „სახელი რომ არ გატყდომოდა“ მომხდარის გახმაურება არ ისურვა.

პრაიმტაიმთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა არასრულწლოვანზე  შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევა უარყო, თუმცა დაადასტურა რომ ბავშვებს შორის ადგილი მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა.

მშობლები არ დაგვიბარებია, რადგან ისინი ამჯერად,  სოფელში არ არიან. ეს მოხდა გასულ კვირას. სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სიტყვიერად რაღაც მოხდა. ცემის ფაქტიც კი არ ყოფილა. მეხუთე კლასის მოსწავლე მეოთხე კლასში შევიდა, ბავშვებმა უთხრეს, აქ რა გინდაო. -განუცხადა პრაიმტაიმს სკოლის დირექტორმა.

ავტორი: თორნიკე ხურციძე