დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა და ისევ მძიმეა.
გლდანის ციხესთან თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატიმარი პარალიზებულია და ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს.
"მკურნალობს მე-18 დაწესებულებაში აგრძელებს მაგრამ მისთვის ამ დაწესებულებაში მკურნალობა სრული გამოჯამრთელებისთვის საკმარისი არ არის. ამაზე ადვოკატებიც საუბრობენ და ექიმმაც გვითხრა თავდაპირველად ღუდუშაურში. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამინის გათავისუფლებას, რადგან არ გვინდა მისი სიცოცხლე საფრთხეში იყოს.
მივესალმები მეუფე ანტონის გადაწყვეტილებას, რადგან პირველად ინახულა მეუფე ანტონმა პატიმრობაში მყოფი ჩემი ძმა. მოვუწოდებ სხვა ეპისკოპოსებსაც, რომ შევიდნენ და თავად ნახონ ჩემი ძმის მდგომარეობა", - აცხადებს დეკანოზის ძმა.
გიორგი ფარულავა