თერჯოლაში ნაგავსაყრელის მოსაწყობად 25 მილიონ ევროს დახარჯავენ

13:34 03-01-2019
54

იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის თქმით, თერჯოლის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის პროექტი უკვე დამტკიცებულია. მისი თქმით, პროექტი 25 მილიონი ევროს ინვესტიციას მოიცავს.

„ნაგავსაყრელის პროექტი 25 მილიონიან ევროს ინვესტიციას მოიცავს. ეს პროექტი უკვე დამტკიცებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეიძლება გადაიხედოს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მყარი ნარჩენების კომპანიასთან და მოსახლეობასთან. ფაქტია, რომ ნაგავსაყრელის პრობლემა მწვავეა. ჩვენ ვიცით რა ხდება ნიკეას ნაგავსაყრელზე,“- აცხადებს შავლეგო ტაბატაძე.

თერჯოლის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, 36 მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები და წინაპრების საფლავები ნარჩენებით დაიფარება.

 

 

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე