დადიანების სასახლის ჭერი ჩამოინგრა

13:44 03-01-2019
260

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ნივთი დაზიანდა.

„პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ დაუდასტურა

ჭერის კუთხის პატარა ნაწილი ჩამოინგრა. საბედნიეროდ დაეცა მაგიდის კიდეს, დაზიანდა რამდენიმე ნივთი, თუმცა ექვემდებარება აღდგენას. ახლა მოდიან რესტავრატორები და აღადგენენ. ფოტოები უკვე გადავაგზავნე კულტურის სამინისტროში“, - თქვა ბერაიამ.

დირექტორის ცნობით, ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქცია აპრილში დაიწყება.

 

 

თეა შონია