ოკუპანტებმა 16 წლის ჭუბურხინჯელი ბიჭი გაათავისუფლეს

13:49 03-01-2019
80

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მცხოვრები 55 წლის გულადი ხუბუა  დააკავეს. ხუბუას ოჯახის წევრები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც სუს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ჭუბურხინჯის 16 წლის მკვიდრი ამ დროისთვის თავისუფალია, ამჟამად კი დაკავებულ გულადი ხუბუას გათავისუფლებაზე მუშაობენ.

გულადი ხუბუა სოფელ შამგონასა და  გალის რაიონის სოფელ თაგილონის ე.წ. საზღვართან  დააკავეს.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აცხადებენ სუს-ში.

 

 

 

ავტორი: თეა შონია