საპატრიარქო გადადგამს ნაბიჯს დეკანოზის შესაწყალებლად - მეუფე ანტონი

15:00 03-01-2019
119

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ამბობს, რომ საპატრიარქო მუშაობს იმაზე, რომ მალე დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალონ.

ამის შესახებ მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა, სადაც ის დეკანოზის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

"საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის. დეკანოზის პოზიცია არის ჯანსაღი. თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩებს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის დანარჩენ ყველაფერს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება. ის, რომ საპატრიარქომ უთხრა უარი შეწყალებაზე, იყო არასწორი ინტერპრეტაცია. რა პასუხიც მამალაძისგან მივიღე, ამაზე შიგნით ვიმსჯელებთ. მიმაჩნია, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და პატრიარქის პოზიცია არის დადებითი", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ამ წუთებში დეკანოზთან ციხეში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ელენე ხოშტარია იმყოფება.